მასშტაბური გაფიცვა საფრანგეთში

18 სექტემბერი 2025, 13:25 69 ნახვა

საფრანგეთში პროფკავშირები  მთავრობის მიერ დაგეგმილი ბიუჯეტის შემცირების გამო გაიფიცნენ.  დღეს დილიდან ქვეყანაში მასწავლებლები, მძღოლები, ფარმაცევტები და ექიმები გაიფიცნენ, ხოლო მოსწავლეებმა სკოლების შესასვლელები გადაკეტეს.

მასშტაბური გაფიცვის გამო, პარიზში მეტრო დღის განმავლობაში მუშაობას შეაჩერებს. ქვეყნის მასშტაბით დილიდან პოლიციამ უკვე 50-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

პროფკავშირები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს მიერ დაგეგმილ ბიუჯეტის შემცირებას ეწინააღმდეგებიან და საჯარო სერვისებისთვის დაფინანსების გაზრდას, მდიდრებზე მაღალი გადასახადების დაწესებასა და სახელმწიფო საპენსიო სისტემის არაპოპულარული ცვლილებების გაუქმებას ითხოვენ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დღევანდელ საპროტესტო აქციებზე  800 ათასამდე ადამიანის გამოსვლას ელოდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი