ლაშა დვალის საგოლე პასი სადებიუტო შეხვედრაში

16 სექტემბერი 2025, 09:13 79 ნახვა

ბულგარეთის ჩემპიონატის მერვე ტურში სოფიის „ცსკა 1948-მ“ სოფიის „სლავია“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ლაშა დვალმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა და საგოლე პასი მიითვალა.

ქართველი მცველი მოედანზე შეუცვლელად იყო, ხოლო მე-16 წუთზე თავით გააკეთა გადაცემა, რის შემდეგაც ფრანკომ ანგარიში გახსნა. საბოლოოდ, მასპინძლებმა 3:1 მოიგეს.

„ცსკა 1948“ ბულგარეთის ჩემპიონატში 8 ტურის შემდეგ 16 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 სექტემბერს, პლოვდივის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი