ბათუმის აეროპორტში "ტინდერის თაღლითად" წოდებული წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

15 სექტემბერი 2025, 14:51 157 ნახვა

სამართალდამცავებმა ბათუმის აეროპორტში NetfLix-ის დოკუმენტური სერიალის, Tinder Swindler-ის გმირი და "თაღლითი რომეოს" სახელით ცნობილი საიმონ ლევაევი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლევაევის დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, მათ შორის, მისი ადვოკატებისთვისაც. დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლევიევი თავს ბრილიანტებით მოვაჭრედ ასაღებდა, ქალებს უკავშირდებოდა Tinder-ზე და თაღლითობით ფულს სძალავდა.

35 წლის ლევიევზე დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული Netflix-საც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი