უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებს მიმართავს

15 სექტემბერი 2025, 09:03 64 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას რუსული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ გაცილებით იაფი და სისტემური გადაწყვეტილებები აქვს, ვიდრე მის პარტნიორებს და მზადაა ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ თავისი გამოცდილება გაუზიაროს. პრეზიდენტის თქმით, უკრაინის დაცვა საერთო ამოცანაა.

აღნიშნა, რომ ნათელია თუ როგორ იკვლევს რუსეთი, როგორ გადაიტანოს ომი პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე. ასევე რუსეთის არმია სცდის რუმინეთს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის სამხედროებს რუსეთის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმებისთვის და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ეფექტიანია სანქციები, რომლებიც უფრო სწრაფად მოქმედებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი