რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

12 სექტემბერი 2025, 09:50 101 ნახვა

რუსეთმა და ბელარუსმა მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. „ზაპად 2025“ ორივე ქვეყანაში, ასევე ბალტიისა და ბარენცის ზღვებში წვრთნებს მოიცავს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ზაპად 2025“-ის  მიზანია მეთაურებისა და შტაბების უნარების გაუმჯობესება, ჯარების რეგიონული და კოალიციური ჯგუფების თანამშრომლობის დონისა და საველე მომზადების დონის ამაღლება.

გამოცემა „როიტერი“ აღნიშნავს, რომ წვრთნები რუსეთისა და მისი ახლო მოკავშირის ძალის დემონსტრირებაა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის განსაკუთრებით დაძაბულ მომენტში იმართება, როდესაც პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში ორი დღის წინ რუსული დრონები ჩამოაგდო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი