საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს.
მატჩი თბილისში, "დინამო" არენაზე 17:00 საათზე დაიწყება.
ნაკრებმა პირველი შეხვედრა თურქეთთან ანგარიშით 3:2 წააგო.
ჯამში 6 -ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშობს. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს.