დაზიანებული ინფრასტრუქტურა - მოუვლელია საბავშო ატრაქციონები

20 მაისი 2017, 00:00 2742 ნახვა

ხულოს მოსახლეობას გამგეობასთან პრეტენზიები აქვს, მოუვლელია საბავშო ატრაქციონები. ის ღონისძიებებიც კი რაზეც გამგეობა თანხას ხარჯავს, არ არის სასურველ მდგომარეობაში.

მაგალითად საბილიარდო რომელზეც 60 ათასი ლარი დაიხარჯა, უკვე დაზიანებულია, გამგეობას პრეტენზიები მოსახლეობასთან აქვს, აქ ფიქრობენ, რომ სწორედ მოსახლეობის გულგრილობა იწვევს უკვე აღდგენილი ან გაკეთებული ინფრასტრუქტურის დაზიანებას. წელს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისთვის 55 ათასი ლარია გამოყოფილი.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში