ყველამ ვნახეთ, რომ „ბრიუსელი ჟონავს“, დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, რატომღაც აღმოჩნდა პროპაგანდისტული მედიის ხელში - შალვა პაპუაშვილი

04 სექტემბერი 2025, 12:18 111 ნახვა

უპირველეს ყოვლისა, ერთ დეტალს მივაქციოთ ყურადღება, ვნახეთ ყველამ, რომ ბრიუსელი ჟონავს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, აღმოჩნდა რატომღაც პროპაგანდისტული მედიის „რადიო თავისუფლების“ ხელში, რომელსაც ბრიუსელი აფინანსებს.

„ამითაც გამოჩნდა საერთო ჯამში, „რადიო თავისუფლება“, რომელიც თავის დროზე CIA-ის მიერ შექმნილი ქვედანაყოფია პროპაგანდისტული და დღეს ვნახეთ, რომ ამერიკამ შეუწყვიტა ამ პროპაგანდისტულ მანქანას დაფინანსება, ტრამპმა და ბრიუსელმა აიღო თავის თავზე დაფინანსება, საკუთარ პროპაგანდისტულ მედიად აქცია სპეცსამსახურების ქვედანაყოფი და ვნახეთ, თუ როგორ ჟონავს ბრიუსელი ამის მაგალითზე, თუმცა აქ პრობლემა არაფერია. პირიქით, ჩვენ გვინდოდა კიდეც, არ გვქონდა უფლება გაგვესაჯაროებინა, თუმცა ჩვენი სურვილიც არის, რომ პირიქით, გასაჯაროვდეს და ნახოს საზოგადოებამ თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას.

ამ ანგარიშში, რომელიც ყოველწლიურად სტანდარტული პროცედურაა და ეგზავნება ბრიუსელს, აღწერილია თუ სად იმყოფება საქართველო ინსტიტუციურ- საკანონმდებლო თუ სტატისტიკის მიხედვით უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ეს, ძირითადად, უვიზო მიმოსვლას რაც შეეხება, რაც აინტერესებს წესით და უნდა აინტერესებდეს კეთილსინდისიერ ჩინოვნიკებს ბრიუსელში, არის ის, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია უქმნის თუ არა საფრთხეს ევროკავშირს მიგრაციის მხრივ, ევროკავშირს კრიმინალური გარემოს გაუარესების მხრივ და ა.შ. ამ მხრივ საქართველო სამაგალითოა. იმ მხრივ, რომ მიგრაციული ნაკადების მართვა, მათ შორის, ახალი კანონი და ცვლილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ მიგრაციასთან დაკავშირებით, ვხედავთ როგორ ხდება უკანონო მიგრანტების გაშვება ქვეყნის ტერიტორიიდან. მათ შორის, რეადმისიის მხრივ საქართველო კეთილსინდისიერად იქცევა. მათ შორის, პოლიციის ატაშეები, რომლებიც იმ ქვეყნებში, სადაც შეიძლება იყოს რისკი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ჩაიდინონ დანაშაული ან არსებობს გარკვეული სტატისტიკა, პოლიციის ატაშეები არიან ყველა ასეთ საელჩოში მივლენილი და ადგილობრივ სამართალდამცავ სისტემასთან ერთად მუშაობენ ამ საკითხზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში