საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში

27 აგვისტო 2025, 14:19 86 ნახვა

ანგისის მშვილდოსნობის ბაზაზე დასრულდა ევროპის გრან-პრის გამარჯვებულის, ოთხგზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილის, საქართველოსა და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულის, ღირსების ორდენის კავალერის ხათუნა ნარიმანიძისა და ევროპის ჩემპიონის გუნდურ ჩათვლაში, სიდნეის ოლიმპიური თამაშების მონაწილის, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულის ასმათ დიასამიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში.

შეჯიბრებაში ოთხი ქვეყნის - საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და სომხეთის 80 მშვილდოსანი მონაწილეობდა. ასპარეზობა როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში - დიდებში, ახალგაზრდებში, იუნიორებსა და კადეტებში, ოთხ დისტანციაზე ჩატარდა.

ტრადიციულ ტურნირს ჩვენმა რეგიონმა უკვე მეცხრედ უმასპინძლა.

ორგანიზატორთა განცხადებით, ეს არის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 1-12 სექტემბერს სამხრეთ კორეაში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში