მსოფლიო ლიდერები უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

24 აგვისტო 2025, 14:08 143 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. დონალდ ტრამპის წერილი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა, რომელშიც ტრამპი აღნიშნავს, რომ უკრაინელ ხალხს აქვს გაუტეხელი სული. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები პატივს სცემს უკრაინის ბრძოლას და პატივს მიაგებს მსხვერპლს. სჯერა, უკრაინის მომავლის, როგორც დამოუკიდებელი ერის.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვა გაავრცელა ევროკომისიის პრეზიდენტმაც. ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი იმდენ ხანს იქნება უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, რადგან თავისუფალი უკრაინა თავისუფალი ევროპაა.

უკრაინის დროშის ფერებში განათდა ასევე ევროკავშირის საბჭოს შენობა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი