აშშ-მა უკრაინისთვის 3 350 ერთეული „ერამის“ - გაფართოებული რადიუსის თავდასხმის რაკეტების რეალიზაციის ნებართვა გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ შეიარაღების პაკეტის ღირებულება 850 მილიონ დოლარს შეადგენს და ევროპული ქვეყნების მიერ მობილიზებული ხარჯებით დაფინანსდება.
პაკეტი მას შემდეგ დამტკიცდა, რაც აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. რაკეტები უკრაინას უახლოეს 6 კვირაში უნდა მიეწოდოს.