სამშვიდობო გეგმის მოლოდინში უკრაინაში რუსეთის თავდასხმები არ წყდება

23 აგვისტო 2025, 13:45 162 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა უკრაინის ტერიტორიების საკითხი განიხილოს, თუმცა მხოლოდ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას.

სერგეი კისლიცას თქმით, პრეზიდენტი როგორც უკრაინის მოქმედი კანონმდებლობით, ასევე საზოგადოებრივი აზრით ხელმძღვანელობს, ხოლო საზოგადოება კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერიტორიის მშვიდობაზე გაცვლას.

მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ტერიტორიულ საკითხებზე საუბრის დაწყების საფუძველი ამჟამად არსებული ფრონტის ხაზია. სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კისლიცამ განაცხადა, რომ პროცესი არ შეჩერებულა და წინ მიიწევს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი