ნატოს გენერალური მდივანი კიევშია

22 აგვისტო 2025, 19:49 88 ნახვა

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ორი დონისგან იქნება შემდგარი.

უკრაინის დედაქალაქში მარკ რუტე დღეს ჩაფრინდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიების პირველი დონე იქნება სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმება უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებით; მეორე დონემ კი უნდა მოიცვას გარანტიები აშშ-სა და ევროპული ქვეყნებისგან.

რუტემ დაამატა, რომ გარანტიები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ რუსეთი უკრაინას თავს აღარასდროს უნდა დაესხას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი