დრონებით შეტევა იყო ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

14 აგვისტო 2025, 09:52 131 ნახვა

აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა.

ქარხნის მფლობელია კომპანია „ლუკოილი“. გამთენიისას ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა დაადასტურა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარია.

ბოჩაროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატების „მასირებული შეტევა მოიგერიეს“.

გუბერნატორის თანახმად, „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად“ ქარხანაში ნავთობპროდუქტები დაიღვარა და ცეცხლი გაჩნდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში