დიდგორის ველზე გამართული ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა.
ირაკლი ჩიქოვანმა უწყებრივი მედლით - "დიდგორის ჯვარი" - სამხედრო მოსამსახურეები, საომარი და საბრძოლო მოქმედებების დროს გაბედული მოქმედებებისათვის, ლიდერის თვისებებისა და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენისათვის გამოჩენილი მამაცობისათვის დააჯილდოვა.