გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში სამართალდარღვევები გამოავლინეს

12 აგვისტო 2025, 10:19 145 ნახვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში სამართალდარღვევები გამოავლინეს. 

დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით  თელავის მუნიციპალიტეტში მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო ჰქონდა მოწყობილი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

ასევე თიანეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გამოვლენილია უნებართვო, რკინის კონსტრუქციის სანახშირე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი