ყალბი ერთლარიანი მონეტების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

17 მაისი 2017, 00:00 4535 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, საკუთარ ანგარიშზე სისტემატურად რიცხავდა ერთი ლარის ნომინალის ყალბი ლითონის მონეტებს, რის შედეგადაც, მის მიერ საერთო ჯამში გასაღებულია 5 ათას 357 ცალი ყალბი ერთლარიანი მონეტა.

ბრალდებული საგამოძიებო სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი