ცუნამის შედეგად ვილიუჩინსკის საზღვაო ბაზის ნავმისადგომი დაზიანდა. ტელეგრაფის ცნობით, ნავმისადგომის ნაწილი პოზიციიდან გადაიხარა, რაც მის დაზიანებაზე მიუთითებს.
ექსპერტები აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად, წყალქვეშა ნავები და საბრძოლო გემები უვნებლად გადარჩნენ.
აქვე აღნიშნავენ, რომ ნავმისადგომის დაზიანებამ ბაზის ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვნად არ უნდა იმოქმედოს.