“შუახევი ჰესის” მშენებლობის გამო ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის დიდაჭარის მონაკვეთი დაიხურა. აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალი დააგუბეს. კომპანიამ სანაცვლოდ ხიდი გაიყვანა, რისთვისაც, როგორც ამბობენ, 8 მილიონი დახარჯა.
წყლის დაგუბებას მოსახლეობა აპროტესტებს, ამბობენ, რომ ტერიტორია საძოვრებთან ახლოსაა და ხშირია პირუტყვის წყალში დახრჩობის შემთხვევები. ჰესის მშენებელი კომპანია, ოპერირების დაწყების შემდეგ ტერიტორიის შემოღობვას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აპირებს.