ლევან ხომერიკი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს

16 მაისი 2017, 00:00 4474 ნახვა

ლევან ხომერიკი აცხადებს, რომ  თანამდებობიდან გაათავისუფლეს.  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ბათუმის დინამოს უკვე ყოფილი მწვრთნელი ლევან ხომერიკი აცხადებს, რომ მას თანამდებობა თავისი სურვილით არ დაუტოვებია და იგი გუნდის ხელმძღვანელობამ გაუშვა სამსახურიდან. 

ბათუმის „დინამოს“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ბათუმის მთავარი მწვრთნელი ლევან ხომერიკი დაკავებული თანამდებობიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. 

ვინ იქნება ახალი მწვრთნელი ამ დრომდე უცნობია, ამას არც ბათუმის "დინამოს" ადმინისტრაციაში აკონკრეტებენ. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი