„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და გამაგრების სამუშაოები გრძელდება.
პროგრამა ითვალისწინებს ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავარიული შენობების თანამედროვე ტიპის უსაფრთხო საცხოვრისით ჩანაცვლებას.
წელს ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი და ახალი კორპუსების მშენებლობა სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს, მშენებლობა დაგეგმილია დამატებით 2 მისამართზე, გრიშაშვილისა და ლერმონტოვის ქუჩებზე.
რაც შეეხება საცხოვრებელი სახლების გამაგრებას, სამუშაოები მიმდინარეობს და დაგეგმილია ჯამში 6 მისამართზე.
სამუშაოების მიმდინარეობას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე გაეცნო.