იგეგმება თუ არა უმაღლესი საბჭოს ადგილმონაცვლეობა? საკითხი, საკანონმდებლო ორგანოს ბათუმიდან ჩაქვში გადასვლის შემდეგ, ყოველწლიურად განიხილება.
წინა მოწვევის დეპუტატები შენობისა და ადგილის შეცვლაზე აქტიურად საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ მოქალაქეებთან მეტი კომუნიკაციისთვის, ბათუმში ყოფნა უკეთესი იქნებოდა. ჯერ-ჯერობით ადგილმონაცვლეობა ბიუჯეტში გაწერილი არაა.