ორგანიზაცია „პალესტინის მოქმედების“ მხარდამჭერ აქციაზე დიდ ბრიტანეთში 86 ადამიანი დააკავეს

13 ივლისი 2025, 11:40 118 ნახვა

დიდ ბრიტანეთშიკანონმდებლობით აკრძალული ორგანიზაციის „პალესტინის მოქმედების“ მხარდამჭერ აქციაზე 86 ადამიანი დაავეს. საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქში გაიმართა, ლონდონში დაკავებულია 41 პირი, მანჩესტერში 16. აქციები გაიმართა უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაშიც.  მომიტინგეები პარლამენტის წინ პლაკატებით შეიკრიბნენ და აცხადებდნენ რომ ეწინააღმდეგებოდნენ გენოციდს და მხარს უჭერდნენ პალესტინის ქმედებებს. დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ორგანიზაცია „პალესტინის მოქმედება“  ანტიტერორისტული კანონმდებლობით მიმდინარე თვეში აკრძალა, ჯგუფის ზოგიერთი წევრის მიერ სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე შეჭრისა და ისრაელის მიმართ ბრიტანეთის მხარდაჭერის პროტესტის ნიშნად თვითმფრინავების დაზიანების შემდეგ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში