მერაბ დვალიშვილმა 2025 წლის საუკეთესო მებრძოლის ტიტული მიიღო

13 ივლისი 2025, 10:01 137 ნახვა

მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა. პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ამერიკული ტელევიზია ESPN-ის მიერ გაიცემა.

გამარჯვებულების გამოვლენის პროცესში მონაწილეობენ როგორც გულშემატკივრები, ისე ESPN-ის ექსპერტთა ჯგუფი.

მერაბ დვალიშვილთან ერთად საუკეთესო მებრძოლის ნომინაციაზე წარდგენილები იყვნენ ისლამ მახაჩევი, კაილა ჰარისონი და დრიკუს დუ პლესი.

ESPN-ის მოცემულ საანგარიშო პერიოდში მერაბ დვალიშვილმა სამი სატიტული ბრძოლა მოიგო. 2024 წლის სექტემბერში შონ ო’მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა, 2025 წლის იანვარში ქამარი პირველად უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცვა, ხოლო მეორედ – კვლავ შონ ‘ომალისთან 2025 წლის ივნისის დასაწყისში.

შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილს 20 გამარჯვება და ოთხი მარცხი აქვს. მან ზედიზედ 13 შეხვედრა მოიგო. ის პირველი ქართველი სპორტსმენია, ვინც ESPY-ს ჯილდოს მფლობელი გახდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში