ვითარება უკრაინაში

12 ივლისი 2025, 11:55 83 ნახვა

რუსულმა ძალებმა ხარკოვზე თავდასხმისთვის მართვადი საავიაციო ბომბები და დრონები გამოიყენეს, ინფორმაციას ამის შესახებ ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს. იერიშის შედეგად არიან დაშავებულები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი შენობები.
გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მიიტანა მასირებული შეტევა. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, ხერსონსა და ნიკოლაევში. 2 ადამიანი დაიღუპა ჩერნოვცის ოლქზე თავდასხმის შედეგად, რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი. ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში