საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა. აეროპორტის გზატკეცილზე სრულდება ბაღის მშენებლობა, რომელიც 200 აღსაზრდელზეა გათვლილი.
უკვე აშენდა ორსართულიანი, ადაპტირებული შენობა. პროექტის ფარგლებში ასევე კეთილმოეწყო ბაღის ეზო.
სამუშაოების ღირებულება 4.5 მილიონ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა მიმდინარეობს ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ივანე მესხის პირველ ჩიხსა და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე. პარალელურად, რეაბილიტირდება 3 საბავშვო ბაღი.
ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.