სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

14 მაისი 2017, 00:00 2546 ნახვა

4 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა  საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად. დაშავებული  მემანქანის მდგომარეობა კრიტიკულია. ინციდენტი  სალონიკის გარეუბანში მოხდა. სამგზავრო მატარებელი, რომელსაც ასამდე მგზავრი გადაჰყავდა, სალონიკიდან 35 კილომეტრის მოშორებით რელსებიდან გადავარდა.  რელსებიდან გადავარდნისას ელექტრომატარებელის ერთი ვაგონი რკინიგზის ლიანდაგებთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მაშველები და მედიკოსები მუშაობენ. სარკინიგზო ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი