სომხეთის პასუხი უკრაინას

06 ივლისი 2025, 11:56 116 ნახვა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ, რომელიც სომხეთში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას ეხება. სამინისტროს პრესმდივნის, ანი ბადალიანის განცხადებით, სომხეთის რესპუბლიკა თავის პრინციპულ პოზიციას ხელახლა ადასტურებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ტერიტორია ვერ იქნება გამოყენებული მესამე ქვეყნების მიერ მეზობელი სახელმწიფოებიდან ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად. ცნობისთვის, უწყების განცხადებამდე, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი სომხეთში სამხედრო წარმომადგენლობას აძლიერებს და გიუმრიში თავისი სამხედრო ბაზის დაკომპლექტებას აჩქარებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში