ქართველი სპორტული ჟურნალისტის თამარ ბალავაძის 70 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება

30 ივნისი 2025, 14:03 72 ნახვა

სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ცნობილი ქართველი სპორტული ჟურნალისტის, თამარ ბალავაძის, 70 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შალვა გოგოლაძემ ქართული სპორტული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

თამარ ბალავაძე ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში აშუქებდა ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვან მიღწევებსა და მოვლენებს. ის 25 წელი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, საინფორმაციო გამოშვებებში იყო სპორტული ნაწილის წამყვანი. ცნობილი სპორტული ჟურნალისტი არაერთი სპორტული გადაცემის, ფილმისა და წიგნის ავტორია.

თამარ ბალავაძე ზაფხულის ექვს ოლიმპიურ თამაშებსა და ზამთრის სამ ოლიმპიადაზე იყო აკრედიტებული ჟურნალისტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი