პროტესტი ბელგრადში - დაკავებულია ათობით მომიტინგე

29 ივნისი 2025, 14:57 101 ნახვა

სერბეთის დედაქალაქში  ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.მომიტინგეები ანტისამთავრობო აქციაზე პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის 12 წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვდნენ. სიტუაცია კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვუჩიჩისტვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

სტუდენტური პროტესტის მონაწილეებმა მას  ვადამდელი არჩევნების ჩასანიშნად დრო 28 ივნისის 21:00 საათამდე მისცეს. ქალაქის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. პარალელურად ხელისუფლებას სამთავრობო შენობების გარშემო, სპეცრაზმი განალაგა სადაც მთავრობის მხარდამჭერი კონტრაქცია იმართებოდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი