უარი ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე

11 მაისი 2017, 00:00 8873 ნახვა

უარი მეჩეთის მშენებლობაზე. გიორგი ერმაკოვმა მერიაში არსებული კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა და დაადგინა, რომ მუსლიმების მიერ შეძენილი მიწა, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, დასახლებულ ზონაში მდებარეობს და იქ საკულტო ნაგებობის აშენება აკრძალულია.

ეს მაშინ, როცა, მართლმადიდებლური ეკლესიები, განსაკუთრებით ცენტრალური ბათუმის ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსებს შორისაა აგებული.

მუსლიმი თემი, რომელიც სამლოცველოს საკუთარი ფინანსებით აგებას გეგმავდა, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი