“მუხრან ვახტანგაძის საქველმოქმედო ფონდთან” დაკავშირებული ორგანიზაცია მერიის ათობით ტენდერს იგებს. “აჭარის მასობრივი სპორტის ფედერაციის”  მოქმედი პრეზიდენტი ბადრი შამილაძე პარლამენტარის ფონდის თანადამფუძნებელია. ის სხვა 4 პირთან ერთად მერიის ტენდერებში იმარჯვებს და ასობით ათას ლარს, სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისთვის, იღებს.  
ორგანიზაციას ყოველწლიურად სპორტის დეპარტამენტიც აფინანსებს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” ეჭვობენ, რომ, შესაძლოა, სატენდერო პირობებს ერთ კონკრეტულ პიროვნებას არგებენ. 
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            