რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე დრონებით მიიტანა შეტევა. განხორციელებული 10 დარტყმის შედეგად რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა 1 ადამიანი. დაშავდა 13 პირი, მათ შორის 3 მაშველი.
სამაშველო სამსახურის განცხადებით, ხანძრის შედეგად დაზიანდა 4 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. ასევე დაზიანდა 23 სართულიანი კორპუსი, სადაც ხანძარმა მე-20 სართულამდე ააღწია.
აღნიშნული კორპუსიდან 600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ოკუპანტების იერიშის შედეგად ბოლო მონაცემებით 5 საცხოვრებელი შენობა და 3 ავტომობილი დაზიანდა.