გონიოს სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა ძუძუმწოვრის გამორიყვის უკვე 27-ე შემთხვევა დააფიქსირა.
დეპარტამენტის წარმომადგენლის, არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, 2017 წლის 1 იანვრიდან - 11 მაისის ჩათვლით საქართველოს სანაპიროს სარფი-ანაკლიის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) ნაპირზე გამორიყვის 27 შემთხვევა დააფიქსირდა. გუჩმანიძის ინფორმაციით საქართველოს სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთზე, აღნიშნულ პერიოდში, გამორიყულია მინიმუმ 10 დელფინი.
ინფორმაციას გუჩმანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.