ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

18 ივნისი 2025, 10:34 145 ნახვა

დილით თელ-ავივის ცაზე აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა სამშაბათს გვიან და ოთხშაბათს დილით კიდევ უფრო მეტი რაკეტა გაისროლა. ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში საჰაერო თავდასხმის სირენები გაისმა. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ თეირანში რაკეტების გაშვების 12 ობიექტსა და საწყობზე იერიში მიიტანეს. დონალდ ტრამპმა ირანს უპირობო კაპიტულაციისკენ მოუწოდა. ისრაელმა გასულ პარასკევს  ირანის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური საჰაერო ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა ბირთვული იარაღის შექმნის ზღვარზეა.

ირანი უარყოფს ბირთვული იარაღის შექმნას და ირწმუნება, რომ  ბირთვული ტექნოლოგიები მხოლოდ  მშვიდობიანი მიზნებისთვის სჭირდება. ისრაელი, რომელიც არ არის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მონაწილე, ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც, სავარაუდოდ, ბირთვული იარაღი აქვს. ისრაელი ამას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში