საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა აბუ-დაბიში „ოაზისის თასზე“ იასპარეზა. ტურნირი ფლეგ-ფეხბურთში მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ფინალი ეროვნულმა ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდთან ანგარიშით 13:29 დათმო. ნაკრების ლიდერი ლაშა უნგიაძე ტურნირის საუკეთესო შემტევ სპორტსმენად დასახელდა. ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა. ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა. ცნობისთვის, 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებსა და ევროპის ჩემპიონატზე , რომელიც 25-27 სექტემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართება საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.