მერაბ დვალიშვილი საქართველოშია

11 ივნისი 2025, 10:11 164 ნახვა

უეფს-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. მას აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ და მორიგი გამარჯვება მიულოცეს. 34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს ამერიკელი შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მეორედ დაიცვა. მანამდე ტიტულის დაცვა მან უმარ ნურმაგომედოვთან დამაჯერებელი გამარჯვებით მოახერხა.

მერაბ დვალიშვილი საქართველოში საკუთარ მწვრთნელთან, ჯონ ვუდთან ერთად და მისი გუნდის რამდენიმე წევრთან ერთად ჩამოვიდა და როგორც განაცხადა, სამშობლოში ერთ კვირას დაჰყოფს.

შემდეგ ის აზერბაიჯანში გადაინაცვლებს, სადაც ბაქოში გასამართ უეფს-ის ღონისძიებას დაესწრება, რის შემდეგაც უკვე ილია თოფურიას მომავალი ბრძოლისთვის მომზადებაში დაეხმარება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში