ქართველმა წყალბურთელებმა ბულგარეთი დაამარცხეს 

10 ივნისი 2025, 09:58 123 ნახვა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბულგარეთს დაუპირისპირდა და 41:10 დაამარცხა. ოთხგუნდიანი ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ორი საუკეთესო გადის.

ბულგარელებთან მატჩის ბომბარდირი მაგრაქველიძე გახდა, რომელმაც 6 გოლი გაიტანა; 5-5 გოლი გაიტანეს ვაშიჩმა, პიეშივაჩმა და ჩიქოვანმა.

ოთხ-ოთხი გოლი ჰქონდათ ახვლედიანსა და შუშიაშვილს. ქართველი წყალბურთელები დღეს შვეიცარიას შეხვდებიან, ხოლო ხვალ ისრაელს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში