სამხედრო ორკესტრის საიუბილეო კონცერტი

08 ივნისი 2025, 11:48 79 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრს დაარსებიდან 33 წელი შეუსრულდა. ორკესტრმა იუბილე დედაენის ბაღში კონცერტით აღნიშნა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ორკესტრის მიერ შესრულებული მარშის აკომპანირებით საპატიო ყარაულის სამხედროებმა საჩვენებელი გამოსვლა გამართეს. სასულე ორკესტრის მუსიკოსებმა დასარტყამი და ჩასაბერი ინსტრუმენტებით ცნობილი ქართული და უცხოური კომპოზიციები, კინოფილმების საუნდტრეკები, მარშები და ქართული ჯაზ-კომპოზიციები შეასრულეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში