რუსეთმა ხარკოვზე, ბოლო 24 საათში, ორი საჰაერო თავდასხმა განახორციელა - დაღუპულია, სულ მცირე, 4 ადამიანი, 60-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინული მედია ადგლობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქალაქის მერ, იგორ ტერეხოვის განცხადებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ხარკოვზე ახლა ყველაზე ძლიერი შეტევა მიმდინარეობს.
უკრაინის სამხედრო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა შეტევა 206 დრონით, ორი ბალისტიკური და შვიდი სხვა ტიპის რაკეტით განახორციელა.