ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ ნაწილში საჰაერო დარტყმები განახორციელა. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე დრონების წარმოების ტერიტორია იყო. აღნიშნავენ, რომ აღმოაჩინეს „ჰეზბოლას“ ქვედანაყოფი, რომელიც მიწისქვეშ დრონებს აწარმოებდა.
ბიბისის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს, თავდასხმები მაინც განხორციელდა.
საჰაერო დარტყმამდე 1 საათით ადრე, ისრაელის სამხედრო ძალების პრესსპიკერმა სამიზნე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაფ სალამმა ისრაელის დარტყმები მკაცრად დაგმო.