პოლიციელის ფორმა არ არის მხოლოდ სამოსი, ეს ნიშნავს, ატარო ღირსება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიციელები ის ძალაა, რომელიც საფრთხეს უპირისპირდება თავდაჯერებით, სიმამაცით და უმაღლესი პროფესიონალიზმით.
„პოლიციელის ფორმა ეს არ არის მხოლოდ სამოსი, ეს ნიშნავს ატარო ღირსება. ეს არის ფიცი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. ეს არის შინაგანი მოწოდება, რომელიც მოითხოვს სიმამაცეს, თავდადებას და მზაობას, ერთგულად ემსახურო ქვეყანას. საამაყოა, რომ თქვენ ამ რთულ გზას ღირსეულად გადიხართ და ყოველთვის ხართ იქ, სადაც ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებით“, – განაცხადა მინისტრმა.