უკვე ჩავლილზე და შემდგარზე თავის მოსულელებას, „არ ვიცოდის“ და „არ მეგონას“ ქართველი ხალხი არავისგან მიიღებს, ის ხალხი, რომელმაც ქვეყნის დამამხობლები საარჩევნო ყუთებთან დაამარცხა - შალვა პაპუაშვილი

08 ოქტომბერი 2025, 17:40 98 ნახვა

ყველამ ყველაფერი იცოდა. იცოდნენ, რომ ოთხში ოთხ საათზე მიდიოდნენ ხელისუფლების დასამხობად და რომ ოთხშივე უნდა დაემთავრებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ყველამ კარგად იცოდა, რომ ხელისუფლებაზე მეტად, საკუთარი ქვეყნის მომავალს ამხობდნენ.

„ყველამ ყველაფერი იცოდა. იცოდნენ, რომ ოთხში ოთხ საათზე მიდიოდნენ ხელისუფლების დასამხობად და რომ ოთხშივე უნდა დაემთავრებინათ. იცოდა პოლიტიკოსმაც და იცოდა ენჯეოშნიკმაც, იცოდა ახალგაზრდამაც და ხანდაზმულმაც, მცოდნემაც და უცოდინარმაც. თითოეულმა იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც თავისუფლების მოედანზე იდგა, იცოდა, იქ რისთვის მივიდა. და იცოდნენ, რომ ხელისუფლებაზე მეტად, საკუთარი ქვეყნის მომავალს ამხობდნენ.

ისინი იქ მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად და ოთხში ოთხ საათზე, იმ ადგილას შედგა რამდენიმე ათასი ადამიანის სახელმწიფოს ღალატის კოლექტიური აქტი და გახდა ყველა ერთი კოლექტიური მურთაზ ზოდელავა.

ახლა, უკვე ჩავლილზე და შემდგარზე თავის მოსულელებას, „არ ვიცოდის“ და „არ მეგონას“ ქართველი ხალხი არავისგან მიიღებს. ის ქართველი ხალხი, რომელმაც ოთხში ოთხ საათზე შეკრებილი ქვეყნის დამამხობლები საარჩევნო ყუთებთან დაამარცხა“, – წერს პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე