გათავისუფლებული დირექტორის აღდგენას ითხოვენ

09 მაისი 2017, 00:00 3551 ნახვა

შუახევის კულტურის ცენტრის თანამშრომლები გათავისუფლებული დირექტორის, ვახტანგ ბერიძის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ. ისინი მუნიციპალიტეტის გამგეობას დროულ რეაგირებას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში,  მათივე ინფორმაციით, კულტურის ცენტრში არსებული ფოლკლორული განყოფილება, მასში შემავალი ანსამბლები და ხელმძღავნელები საქმიანობას შეწყვეტენ.

ფოლკლორის განყოფილების ხელმძღვანელის მტკიცებით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება,   რამდენიმე დაგეგმილი ღონისძიება აღარ შედგება, ასევე ჩაიშლება ანსამბლების ,,შუახევის“ა და ,,ფესვების“ გასტროლი პოლონეთში. ლოლა სურმანიძე ამბობს,  რომ მოთხოვნები 70 თანამშრომლის ხელმოწერით გამგეობას გადაეგზავნა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში