მომავალ წელს ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

29 მაისი 2025, 14:15 167 ნახვა

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს მომავალ წელს ბათუმი უმასპინძლებს. მზადება დაწყებულია. ღონისძიებას ბათუმში მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

სპორტული კომპლექსი დაათვალიერა და საორგანიზაციო საკითხები განიხილა საქართველოს სპორტის მინისტრმა. ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოებიც დაიგეგმა.

ბათუმში ევროპის ჩემპიონატი მეორედ ჩატარდება. პირველად ჩემპიონატი 2019 წელს გაიმართა. ღონისძიებამ ევროპის ფედერაციის უმაღლესი შეფასება მიიღო და მას მომავლის ჩემპიონატიც კი უწოდეს.

2026 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისას აჭარას ეწვევა ათასზე მეტი სტუმარი - როგორც სპორტული, ისე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და გულშემატკივრები.

კონტინენტის პირველობა 160 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში