საქართველოს ჩემპიონატი მძლეოსნობაში

29 მაისი 2025, 09:15 148 ნახვა

თბილისში დასრულდა საქართველოს პირადი ჩემპიონატი მძლეოსნობაში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენებმა.

სამმაგ ხტომაში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მათე მეჯიდოვმა, რომელმაც სიგრძეზე ხტომაშიც იასპარეზა და ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

შერეულ ამანათრბენში ასევე ბრინჯაო მოიპოვეს ლუკა ლომიძემ, ქეთი დევაძემ და ნინო გოგიტიძემ. აჭარის ნაკრები გუნდი საქართველოს ჩემპიონატისთვის კახა ხომერიკმა, ომარ მეჯიდოვმა და კახა ვაჩეიშვილმა მოამზადეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში