ტყვეების გაცვლა

24 მაისი 2025, 18:24 247 ნახვა

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეების მეორე ეტაპიც დაასრულეს და 307-307 სამხედრო ტყვე გაცვალეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტყვეების გაცვლის პროცესი გაგრძელდება.  პირველი ეტაპი 23 მაისს შედგა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ერთმანეთს 390-390 პირი გადასცეს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ორი დღის განმავლობაში სახლში 697 ადამიანი დაბრუნდა. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დაბრუნებულ სამხედროებს შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურისა და უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები არიან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში