კიევის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულები

18 მაისი 2025, 11:24 102 ნახვა

კიევის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კიევის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, ნიკოლაი კალაშნიკის ცნობით, დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობები და კერძო სახლები.

ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ ქარხანაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინას 273 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია, უკრაინის საჰაერო ძალებმა 88 დრონის ჩამოგდება მოახერხეს.

თავდასხმის შედეგად კიევის ოლქის გარდა დაზარალდა დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის ოლქები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი