რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრა სტამბოლში ადგილობრივი დროით 12:30 საათზე დაიგეგმა. ინფორმაციას რუსულ მედიას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარო უდასტურებს.
მედიის ინფორმაციით, დელეგაციების შეხვედრამდე ერთმანეთს თურქეთის, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლები შეხვდებიან.
ასევე ჯერჯერობით უცნობია გაიმართება თუ არა ოთხმხრივი შეხვედრა რუსეთს, უკრაინას, აშშ-სა და თურქეთს შორის.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე