საწყისი საბრძოლო მომზადება

11 მაისი 2025, 10:01 112 ნახვა

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6 თვის ვადით გაწვეულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების გავლა დაიწყეს, ამ ეტაპზე საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს საქართველოში მცხოვრები ტერიტორიული პრინციპით გადანაწილებული პირები გაივლიან.

ვაზიანისა და სენაკის ქვედანაყოფებში შესვლის პირველივე დღეს წვევამდელებს სამხედრო ბაზაზე მოქცევის ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ, აღჭურვილობა დაურიგდათ და იმ ყაზარმებში განთავსდნენ, სადაც 8-კვირიანი კურსის განმავლობაში იცხოვრებენ.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის განმავლობაში ისინი საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს გაივლიან.

სამხედრო ინსტრუქტორები კურსის მონაწილეებს ფიზიკურად მოამზადებენ და სადისციპლინო წესდებებსაც გააცნობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი